წარსულში ცნობილი ფრანგი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი, რომელიც მადრიდის „რეალში“ მთავარ მწვრთნელად დაბრუნდა, წელიწადში 16 მილიონ ევროს მიიღებს.
კონტრაქტის დეტალებზე ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტი ნიკოლო შირა Twitter-ზე აქვეყნებს.
მისივე ინფორმაციით, ზიდანმა თავისი პირველი მიზანიც დაასახელა. კერძოდ, მას სურს „ჩელსიდან“ ნ'გოლო კანტე გადმოიბიროს.
ზიდანის სამეფო კლუბში დაბრუნების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. ის „რეალს“ 2016-დან 2018 წლამდე წვრთნიდა. 3 სეზონის განმავლობაში მისი თაოსნობით კლუბმა ჩემპიონთა ლიგა სამჯერ, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი 2-ჯერ მოიგო, ერთხელ ესპანეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო UEFA-ს სუპერთასი ორჯერ მოიპოვა.