წარუმატებელი აღმოჩნდა ჰარუ ბაშოს მეორე დღე ქართველი სუმოისტისთვის. ოძეკი ტოჩინოშინი მაეგაშირა მიოგირიუს დაუპირისპირდა და დამარცხდა.
ამ შეხვედრის შემდეგ ლევან გორგაძეს ტურნირზე 1 მოგება და 1 წაგება აქვს. იაპონიის ქალაქ ოსაკაში მიმდინარე ბაშოზე ტოჩიმ პირველ შეხვედრაში აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირა დაიეიშო დაამარცხა.
ქართველს ოძეკის ტიტული აქვს დასაცავი და ამისთვის ტურნირზე დადებითი ბალანსის დაფიქსირება სჭირდება. გორგაძემ მინიმუმ 8 გამარჯვება უნდა მოიპოვოს.
ტოჩის შემდეგ მეტოქე კომუსუბი ჰოკუტოფუჯი იქნება, ვისთანაც ბალანსი 2:2-ზე აქვს.