ინგლისური „მანჩესტერ სიტი“ შესაძლოა დამდეგი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან მოიკვეთოს. უეფამ „ქალაქელთა“ საქმის გამოძიება დაიწყო და საქმე ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევას ეხება.
უეფაში მიიჩნევენ, რომ „სიტის“ შესაძლოა ხსენებული კუთხით დარღვევები აღმოაჩნდეს და არაა გამორიცხული უმკაცრესად დასაჯონ - ევროსარბიელიდან დისკვალიფიკაციით.
გარდა ამისა, შესაძლოა, სატრანსფერო ბანიც დაედოს. შეგახსენებთ, აღნიშნული სანქცია ცოტა ხნის წინ, მეორე ინგლისურ გუნდ, „ჩელსის“ დაეკისრა.