„იუვენტუსის“ ვიცე-პრეზიდენტმა, პაველ ნედვედმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის კლუბში დარჩენის საკითხი, სეზონის დამთავრების შემდეგ გაირკვევა.
„მწვრთნელს, პრეზიდენტსა და კლუბის სხვა ხელმძღვანელებს შორის, შესანიშნავი დამოკიდებულებაა. ალეგრი ხშირად ხვდება პრეზიდენტს სხვადასხვა პრობლემებზე სასაუბროდ. თუმცა, მისი გუნდში დარჩენის საკითხი სეზონის დამთავრების შემდეგ გაირკვევა. დავსხდებით, დავილაპარაკებთ და ყველაფერს გადავწყვეტთ.“ - განუცხადა ნედვედმა Football Italia-ს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „ატლეტიკოსთან“ დამარცხების შემდეგ (0:2), ალეგრის გადადგომა სურდა.
იტალიელმა სპეციალისტმა „იუვენტუსი“ 2014 წელს ჩაიბარა. ამ ხნის განმავლობაში, ოთხჯერ გახადა ქვეყნის ჩემპიონი და ორჯერაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.