სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი ლენოქს ლუისი მზად არის კრივში დაბრუნდეს და ჩაატაროს რევანში ამერიკელი მაიკ ტაისონის წინააღმდეგ წერს Daily Mail.
ლენოქს ლუისი რინგზე მაშინ დაბრუნდება, თუ ამ ბრძოლისთვის 100 მილიონ დოლარს შესთავაზებენ.
„ვახსენე კრივში დაბრუნება 100 მილიონ დოლარად. ასე რომ, თუ ვინმე სეროიზულად არის განწყობილი, ჯერ კონტრაქტი უნდა მაჩვენოს. როცა ვუყურებ ძველ მოკრივეებს, ვფიქრობ, რომ მათ აიძულებენ სპორტში დიდი ხანი დარჩენას. მიზეზი იმაშია, რომ ეს ერთადერთია, რისი კეთებაც მათ იციან. ასეთი ბიჭები არ გამოცდიან საკუთარ თავს მუსიკაში, ცეკვებში ან სხვა რამეში. კრივი – ეს არის ყველაფერი, რაც მათ იციან და ეს არის ფულის შოვნის ერთადერთი ხერხი. სწორედ ეს აიძულებთ მოკრივეებს, დაბრუნდნენ რინგზე ისევ და ისევ“.
2002 წელს, ლენოქს ლუისმა მერვე რაუნდში ნოკაუტში გაუშვა მაიკ ტაისონი. ახლა, ბრიტანელი მოკრივე 53 წლისაა, მაიკ ტაისონი კი 52 წლის.