მარსელო „იუვენტუსში“ ითამაშებს

მარსელო „იუვენტუსში“ ითამაშებს

მარსელომ "იუვენტუსთან" კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. ცნობილია, რომ 30 წლის ბრაზილიელი 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ამის შესახებ გამოცემა AS-ი წერს.

სტატიის მიხედვით, ფეხბურთელს სეზონზე 12 მილიონ ევროს გადაუხდიან.

კრიშტიანუ რონალდუს "იუვენტუსში" გადასვლის შემდეგ, მარსელოს ტრანსფერზე პრესა აქტიურად წერდა.