8 მარტს, ევროლიგის 25-ე ტურში გოგა ბითაძემ „ბუდუჩნოსტი“-„ოლიმპიაკოს“ შეხვედრაში ტრავმის გამო ვერ ითამაშა. ბითაძის „ბუდუჩნოსტი“ საკუთარ მოედანზე ანგარიშით 76:89 დამარცხდა.
„ოლიმპიაკოსთან“ დაპირისპირებისას „ბუდუჩნოსტმა“ მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუწია პირეოსელებისთვის წინააღმდეგობა.
„ბუდუჩნოსტი“ პლეი-ოფში მოხვედრის თეორიული შანსის გარეშე დარჩა. ბითაძის გუნდი მოგებით ბოლოსწინა, მე-15 ადგილს იკავებს.