მადრიდის "რეალს" მისმა ყოფილმა მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ სასამართლოში უჩივლა.
სამეფო გუნდის ექს-სპეციალისტი მადრიდელებისგან 28 მილიონი ევროს გადახდას ითხოვს. ინფორმაცია გაზეთმა AS-მა გაავრცელა. ლოპეტეგი, ესპანური ფეხბურთის გრანდიდან 2018 წლის ოქტომბერში დაითხოვეს.
ლოპეტეგის იმ თანხის მიღება უნდა, რომელიც კომპენსაციის სახით მას ეკუთვნის. მწვრთნელი იმითაც უკმაყოფილოა, რომ გუნდის ხელმძღვანელმა ფლორენტინო პერესმა, გათავისუფლების შესახებ მას პირადად არ შეატყობინა. ხულენ ლოპეტეგის თავკაცობით მადრიდელებმა მხოლოდ 14 თამაში ჩაატარეს.