"რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ღარიბაშვილის პოლიტიკაში მობრუნებას ეხმიანება:
"ირაკლი ღარიბაშვილზე არაფერს არ დავწერ. "განსხვავებულ აქცენტებში" ველოდებით კვირას მე და ეკა კვესიტაძე და შეკითხვებსაც იქ დავუსვამ და პოზიციასაც იქ გამოვხატავ.
აბა, ვნახოთ, გაბედავს თუ არა ოცნების ახალი (კარგად დავიწყებული ძველი) ლიდერი ჩვენთან მოსვლას ჯერ ვერავინ ვერ გაბედა".