პოპულარულ უკრაინულ Youtube არხ FootballHub-ზე გასულ გადაცემაში, რომელსაც სპორტული ჟურნალისტი იგორ ციგანიკი უძღვებოდა, უკრაინის ნაკრების შესახებ საუბრობდნენ.
ჩვენი ყურადღება იმ ნაწილმა მიიპყრო, სადაც საუბარი კიევის "დინამოს" ახალგაზრდა ქართველ შემტევ გიორგი წიტაიშვილს ეხებოდა.
"რომელი ნაკრები უნდა აირჩიოს გიორგი წიტაიშვილმა? დარწმუნებული ვარ, სანამ "დინამოში" თამაშობს, გიორგი უკრაინის ნაკრებისკენ მიდის. როგორც მინიმუმ, მას დიდ ტურნირზე თამაშის შანსი ექნება. შესაძლებელია, ასეთი შესაძლებლობა ქართველებსაც ჰქონდეთ, განსაკუთრებით ერთა ლიგის მოგების შემდეგ.
ღმერთმა არ ქნას, რომ წიტაიშვილმა "დინამო" დატოვოს, ასეთ შემთხვევაში ის უკრაინის ნაკრებზე უარს იტყვის და საქართველოს აირჩევს" - უპასუხა ციგანიკმა მაყურებლის დასმულ კითხვას.
გიორგი წიტაიშვილი უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების წევრია. მან კიევის "დინამოს" ძირითადი გუნდის რიგებში ორჯერ - ევროპა ლიგაზე და პრემიერლიგაში ითამაშა.