"მიშასი აღარ ეშინიათ, სასოებით ელოდებიან უკვე სააკაშვილს

"მიშასი აღარ ეშინია ამ ხალხს, უკვე გაიგეთ", - ამის შესახებ განცხადებას "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე აკეთებს.

"მიშასი აღარ ეშინია ამ ხალხს, უკვე გაიგეთ! კი არ ეშინიათ, სასოებით ელოდებიან უკვე სააკაშვილს. არ იცით არ ჩამოდიხართ იმ მანქანებით დადიხართ, ამ დაბურული შუშებით, იყურებით რაღაც ფილმის გმირები გგონიათ თავი, რაღაც წარმოგიდგენიათ თავი. ცარიელი ადგილები ხართ სუყველა ნულების პარადი ხართ თქვენი ბელადიანად, ნულები ხართ და გიმთავრდებათ ეს ამბავი", - განაცხადა სანიკიძემ.