დიმიტრი გვრიტიშვილი:  დიდი მადლობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას საკითხის მიუკერძოებლად განხილვისათვის!

დიმიტრი გვრიტიშვილი: დიდი მადლობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას საკითხის მიუკერძოებლად განხილვისათვის!

ხომ კარგად გვახსოვს ,,რუსთავი 2“-ის 2019 წლის 16 თებერვლის აჟიტირებული სიუჟეტი მოსამართლეთა ,,ფეშენებელური“ სახლების შესახებ ,,შაბათის კურიერში“?

სიუჟეტში, სხვა მოსამართლეებთან ერთად, დამახინჯებული და მიჩქმალული იქნა მნიშვნელოვანი ფაქტები რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის - მამია ფხაკაძის ქონებასთან მიმართებით, რის გამოც მამიამ შესაბამისი განცხადებით მიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას.

და, აი, ქარტიის საბჭოს 2019 წლის 3 მარტის გადაწყვეტილებით, აღიარებულ იქნა, რომ მოსამართლე მამია ფხაკაძის შესახებ მომზადებულ მასალაში "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებმა: ნოდარ მელაძემ და ქეთი ნადიბაიძემ ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მესამე (მიჩქმალვა) პრინციპები დაარღვიეს.

ძალიან კარგი პრეცენდენტია! დიდი მადლობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას საკითხის მიუკერძოებლად განხილვისათვის!

ეს გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, უდავო საფუძველს უქმნის მამია ფხაკაძეს - სასამართლოში ედავოს ,,რუსთვი 2“-ს ცილისწამების უარსაყოფად; მეორე მხრივ - სხვა მოსამართლეებსაც გვიხსნის გზას - ვაგებინოთ პასუხი ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც შელახავს საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია ჩვენს შესახებ - წერს დიმიტრი გვრიტიშვილი