გრძელდება “4 თუ აწ უკვე 2 ხელის თუ 2 თითის” საღლიცინო სერიალი…ვავა

გრძელდება “4 თუ აწ უკვე 2 ხელის თუ 2 თითის” საღლიცინო სერიალი…ვავა

“ჩვეულებრივ ქაღალდზე დაბეჭდილი “მუქარის წერილი” მიუტანია, ისიც შუამავლის მიერ გადაცემული. სერიოზული კაცი მეგონა ბატონი ხაზარაძე, რაღაც მომენტში ეჭვიც კი გამიჩნდა – იქნებ მართლა აქვს ეს “ჯოკერი”?  გუშინ “რიჩარდ ლომგულიც” კი უწოდეს ერთ-ერთ ეთერში. თუმცა, გრძელდება “ოთხი თუ აწ უკვე 2 ხელის თუ 2 თითის” საღლიცინო სერიალი…ვავა!”, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია აბაშიძე პროკურორის განცხადებას, რომლის თანახმადაც ხაზარაძემ ჩვეულებრივ ფურცელზე დაწერილი მუქარის წერილი წარადგინა.

მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა არჩილ ტყეშელაშვილმა გიორგი გახარიას წერილთან დაკავშირებით პირველი განცხადებას აკეთებს.

მისი თქმით, წერილი ფურცელზე აკრეფილი ტექსტია, რომლის დაწერაც ყველას შეეძლო.

მამუკა ხაზარაძემ კი განაცხადა, რომ გიორგი გახარიასგან მიღებული წერილის ორიგინალი ლონდონში, ექსპერტიზაზეა გაგზავნილი

“თიბისი ბანკის” დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან მუქარის შემცველი წერილი შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო.

მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას წერილს გაასაჯაროებს.

ხაზარაძის თქმით, ის წერილს გაასაჯაროებს, როცა ამაზე რეაგირებისა და გამოძიების საშუალება იქნება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს, რომელმაც დღეს „თიბისი ბანკის დამფუძნებლის“ მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე ჰკითხეს, რომლის თანახმად, მას გიორგი გახარიამ მუქარის წერილი მისწერა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ბიზნესმენის ჭორაობა იყო.

საქართველოს მთავარი პროკურატურა მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება. პროკურატურის ცნობით, ხაზარაძეს გამოკითხვაზე გახარიასგან მიღებული წერილი არ უხსენებია.