"ჰაკიმ ფაშა დაბრუნებულა, ველქამ ბექ, ჰაკიმ"

ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაშ დაბრუნებას "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ოცნების ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე, ჰაკიმ ფაშა დაბრუნებულა! მე მგონი, დროა, მეორე ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე, ბახტაძე სკამზე დასვან და ჰაკიმი დააბრუნონ პრემიერად. მის დროს, ხომ ქვეყანა გუგუნებდა და წინ მიდიოდა! ველქამ ბექ, ჰაკიმ“, - წერს კაპანაძე სოციალურ ქსელში.