ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია.
მორიგი სათამაშო კვირის შემდეგ, ქართველმა ჩოგბურთელმა ერთი საფეხურით მაღლა აიწია პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში. ბასილაშვილს 45 ქულა მოემატა და 1865 ქულით მე-18 ადგილზეა, რაც მისი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია.
ნიკოლოზ ბასილაშვილის შემდეგი ტურნირი იქნება ინდიან უელსის მასტერსი, რომელიც შვიდ მარტს დაიწყება.