შუსტერი:

შუსტერი: "კროოსი ტრაქტორივით ნელია"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ტონი კროოსი თანამემამულე ბერნდ შუტერმა გააკრიტიკა. „სამეფო კლუბის“ ყოფილმა მწვრთნელმა Onda Cero-სთან საუბარში კროოსი ტრაქტორს შეადარა.

„ტონი კროოსი ტრაქტორივით ნელია“, - თქვა შუსტერმა.

აღსანიშნავია, რომ გერმანელი ნახევარმცველის პასუხს არ დაუგვინია. ტონი ტვიტერში ხსნებულ განცხადებას ერთი სიტყვით გამოეხმაურა - „ვინ?“

თითქოს კროოსს ამით იმის თქმა სურდა, რომ კრიტიკა არაკვალიფიციური ადამიანისგან მოისმინა.