ლა ლიგის მატჩები ორშაბათობით აღარ ჩატარდება

ლა ლიგის მატჩები ორშაბათობით აღარ ჩატარდება

ესპანეთის ლა ლიგა ჩემპიონატის მატჩებს ორშაბათობით აღარ ჩაატარებს. ამის შესახებ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

ეს ზომა ძალაში 2019/2020 წლების სეზონიდან შევა. „ფეხბურთი ორშაბათობით აღარ იქნება. ლა ლიგის მატჩები დასვენების დღეებში ჩატარდება"- წერს რუბიალესი. მისივე თქმით, ფულზე მნიშვნელოვანი გულშემატკივრებია.

მედიის ცნობით, ამის მიზეზი ის არის, რომ ორშაბათობით მატჩებზე ფანების დასწრების მაჩვენებელი შემცირდა.ლა ლიგის მატჩები ორშაბათობით აღარ ჩატარდება