მიმდინარე წლის ზაფხულში ანტონიო ვალენსია „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებას აპირებს. არავინ გამორიცხავს სპორტსმენმა კარიერა სხვაგან განაგრძოს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სპორტსმენი ამ დროისთვის თავის სახლში, ეკვადორში არის. ფეხბურთელი წვივის ტრავმისგან მიყენებულ ზიანს მკურნალობს.
ანტონიო ვალენსია „მანჩესტერ იუნაიტედს“ 2009 წლის 30 ივნისს შეუერთდა, ამავე წლის 9 აგვისტოს კი კლუბში მისი დებიუტი შედგა.
წარმოშობით ეკვადორელი, 33 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 25 გოლია.