„რეალის“ 18 - წლამდელთა გუნდის მწვრთნელი, ალვარო ბენიტო, პოსტს უახლოეს ხანში დატოვებს - გვამცნობს Marca. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მან ტელევიზიით „სამეფო კლუბის“ მთავარი გუნდი გააკრიტიკა, „ბარსელონასთან“ თასის ნახევარფინალში წაგების შემდეგ (0:3).
„ვინისიუსი ყველას აკვირვებს, ის ახალგაზრდაა, მაგრამ გუნდის თამაშში დისბალანსი შეაქვს. კაზემირო საერთოდ რას აკეთებდა, ვერ მივხვდი.“ - თქვა ბენიტომ.
მის ადგილს „რეალის“ ლეგენდა, რაულ გონსალეს ბლანკო დაიკავებს, რომელიც კლუბში 16 წელიწადს ირჯებოდა. 520 მატჩში 228 გოლი გაიტანა და 16 ტიტული მოიგო. მათ შორის 6-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი და 3-ჯერ აღმართა ჩემპიონთა თასი.