არგენტინელი ფეხბურთელი სერხიო აგუერო ვინ იცის, შეიძლება სინანულით იდაყვებზეც კი იკბენს იმის გამო, რომ თავის დროზე გაბრიყვდა და ცოლად ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურეთელის, დიეგო მარადონას ქალიშვილი, ჯანინა მარადონა მოიყვანა, რომელთანაც ერთი ვაჟიშვილი ეზრდება.
სერხიო ჯანინას ოთხი წლის წინ გაშორდა, ქონებაც გემრიელად გაიყვეს და თითქოს ამით უნდა დასრულებულიყო ყოველივე, მაგრამ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ ჯანინა მარადონა დიეგოს ქალიშვილია, რომელსაც აშკარად სისხლში აქვს ყველაფრიდან სკანდალის გამოდნობა.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ჯანინა მარადონამ ამასწინათ დაიქადნა, რომ სასამართლოში კიდევ ერთ სარჩელს შეიტანს და მოითხოვს იმ ქონების გაყოფასაც, რომელიც სერხიო აგუერომ წინა სასამართლოს დაუმალა. საუბარია 19 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავ ქონებაზე. სერხიო აგუეროს ახლა ისღა დარჩენია, სასამართლოების ახალ ტალღას დაელოდოს და გულში მჯიღი დარდიანად ირტყას თავისი ძველი შეცდომების გამო...