ესპანეთის თასის ნახევაფინალში „ბარსელონამ“ „რეალი“ 3:0 გაანადგურა. მატჩის შემდეგ „ბარსელონას“ ოფიციალური ტვიტერის გვერდმა ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მოდრიჩი მესის შეჩერებას წესების დარღვევით, მაისურზე მოქაჩვით ცდილობს.
„ბარსას“ ტვიტერის გვერდმა ფოტოს შემდეგი წარწერა წანუმძღვარა:
„მესის მაისურის მიღება ონლაინმაღაზიებშიც შეიძლება“.
2 მარტს ლა ლიგის 26-ე ტურის მატჩში „რეალი“ „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.