მიუნხენის „ბაიერნი“ ზაფხულში მნიშვნელოვნად გაძლიერებას გეგმავს და ტრანსფერებისთვის 250 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს. ბავარიელთა ერთ-ერთი სამიზნე „ლაიპციგის“ შემტევი, ტიმო ვერნერია.
Bild-ის ცნობით, „ბაიერნი“ ფეხბურთელს უკვე მოელაპარაკა. ახლა ტრანსფერი კლუბთან უნდა შეთანხმდეს. სავარაუდოდ, „ლაიპციგი“ თავდამსხმელში 60 მილიონ ევროს მოითხოვს.
მიმდინარე სეზონში, 22 წლის ვერნერმა, ყველა ტურნირში 25 მატჩი ჩაატარა, 13 ბურთი გაიტანა და 3 საგოლე პასითაც გამოირჩა. „ხარებთან“ მისი კონტრაქტი კი 2020 წლის ივნისამდეა გათვლილი.