ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პისტონსმა“ გასვლაზე ტეხასში „სან ანტონიოსთან“ 105:93 წააგო. ზაზამ პარკეტზე ცხრა წუთი დაჰყო, რა დროში გუნდს 1 ქულა, 5 მოხსნა, ერთი პასი და ერთი ბლოკ-შოტი შესძინა. ფაჩულიამ 3-დან ვერც ერთი ორქულიანი ვერ გამოიყენა და 2-დან ერთი საჯარიმო სროლა ჩააგდო.
კალათბურთელის პარკეტზე ყოფნის დროს „პისტონსმა“ ოთხი ქულით მეტი ჩააგდო, ვიდრე მეტოქე გუნდმა, რაც მიჩიგანელ კალათბურთელებს შორის საუკეთესო მაჩვენებელია.
რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას „სან ანტონიო“ დომინირებდა, „დეტროიტი“ სულ მდევრის როლში იყო. ლამარკუს ოლდრიჯმა 24 ქულა მიითვალა, „დეტროიტში“ 22 ქულით ჯექსონი გამოირჩა.
„დეტროიტი“ 29 მოგებით და 31 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზეა. „პისტონსი“ მომდევნო შეხვედრაში გასვლაზე „კლივლენდ კავალიერსს“ დაუპირისპირდება, მატჩი 3 მარტს თბილსის დროით 02:00 საათზეა ჩანიშნული.