ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ტრავმირებულია. როგორც „ბებერი სინიორას“ ვებგვერდი იტყობინება, პორტუგალიელმა „ბოლონიასთან“ შეხვედრაში ტერფი დაიზიანა.
გუშინ კრიშტიანუმ ინდივიდუალურად ივარჯიშა და „ნაპოლისთან“ დამდეგ ტურში მისი თამაში საეჭვოა. პორტუგალიელ ვარსკვლავს მარცხენა ფეხზე სამედიცინო გამოკვლევა დღეს ჩაუტარდება და ამის შემდეგ გახდება დაზიანების ხარისხი.
შეგახსენებთ, რომ რონალდუს სერია A-ს მიმდინარე სეზონში 25 მატჩში აქვს ჩატარებული, 19 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა. „ნაპოლისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა კი 3 მარტს, 23:30 საათზე გაიმართება.