2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ, ფიფამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.
მიუხედავად იმისა რომ ჩვენმა გუნდმა მსოფლიოს პირველობაზე ასპარეზობის უფლება ვერ მოიპოვა წინა მონაცემებთან შედარებით ერთი საფეხურით დაწინაურდა და მსოფლიო რეიტინგში 26-ე ადგილს იკავებს.
საქართველოს ნაკრებს 354 ქულა აქვს, ამ მაჩვენებლით ჯვაროსნები ევროპის ნაკრებებს შორის მე-17 პოზიციას იკავებენ.
ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის L ჯგუფში დასკვნითი მატჩები დათმო,ჯერ სტუმრად საბერძნეთთან 69:81 წააგო. ტურნირის ბოლო შეხვედრაში კი თბილისის სპორტის სასახლეში ესტონეთთან 77:84 დამარცხდა.