„ჩნდება განცდა, რომ უცხოეთიდან არის სიგნალი - „ქართული ოცნება“ არ დარჩეს ხელისუფლებაში 2020 წლის არჩევნებზე“

„ჩნდება განცდა, რომ უცხოეთიდან არის სიგნალი - „ქართული ოცნება“ არ დარჩეს ხელისუფლებაში 2020 წლის არჩევნებზე“

„მესამე ძალა კი არა, ჩვენ პირველი ძალა გვჭირდება, რომელიც ბუფერის როლს კი არ შეასრულებს „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის, არამედ, რომელიც დაამარცხებს „ქართულ ოცნებასაც“ და „ნაციონალებსაც“, - აცხადებს პოლიტიკაში დაბრუნებული კობა დავითაშვილი. რა პროცესები მიმდინარეობს ქართულ პოლიტიკაში, ამის შესახებ For.ge-ს კობა დავითაშვილი ესაუბრა.

თავის დროზე ჩვენ ვწერდით, რომ არათანმიმდევრული პოლიტიკის შემხედვარე, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასვლას გეგმავდა, თუმცა ექსპერტები ამას გამორიცხავდნენ და მიიჩნევდნენ, რომ ივანიშვილი ყველა მეთოდით ცდილობდა პოლიტიკაში დარჩენას. როგორც ვიცი, თქვენც ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ნელ-ნელა ცდილობს, გაემიჯნოს პოლიტიკას. რის საფუძველზე გრჩებათ ასეთი შთაბეჭდილება?

- ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, გაემიჯნოს პოლიტიკას და ეს შთაბეჭდილება დამრჩა იმ ინტერვიუს საფუძველზე, რასაც მოჰყვა შემდგომი ქმედებები. კერძოდ, როდესაც ბატონმა ბიძინამ პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ პირველი ინტერვიუ მისცა საზოგადოებრივ არხს, იქ განაცხდა, რომ ჩვენთვის პრეზიდენტის პოსტი უკვე აღარ არის მნიშვნელოვანი და შესაძლოა, დამოუკიდებელ კანდიდატს დავუთმოთ, არ მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში და საერთოდ ოპოზიციას დავუთმოთ ეს პოსტიო. მთელი საარჩევნო კამპანია და პასიურობა „ოცნებისა“ სალომე ზურაბიშვილის კამპანიაში ადასტურებდა იმას, რომ თითქოს „ოცნება“ სადღაც გულის სიღრმეში წინააღმდეგი არც იყო, წაეგო ზურაბიშვილს ის არჩევნები, ან მინიმუმ, მეორე ტური შემდგარიყო.

მთელი კამპანიის განმავლობაში მიდიოდა შეუწყვეტელი თავდასხმები სალომე ზურაბიშვილის მისამართით „ნაცმოძრაობის“, „რუსთავი 2“-ის მხრიდან და პირველ ტურამდე არ მახსენდება, „ოცნება“ რაიმე ფორმით გამოსარჩლებოდა ზურაბიშვილს. მახსოვს, მე გავდიოდი დებატებში და მე ვიცავდი სალომე ზურაბიშვილის პოზიციებს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსი არ ვიყავი იმ მომენტში. ზოგჯერ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მთავრობისა და ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგნელი ემიჯნებოდა კიდეც.

ნაწილობრივ, ეს იმითაც ხომ არ აიხსნება, რომ ბიძინა ივანიშვილს პირველი ტურის მოგება იოლად მიაჩნდა?

- როგორც ჩანს, საკითხი დგას ასე, თავის დროზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებიდან წავიდა, ის წავიდა ობამას ადმინისტრაციის ჩარევის შედეგად. მახსოვს, პოლიტიკური პარტიები მაშინ „რვიანში“ ვიყავით გაერთიანებულნი და მაშინ დიდ მხარდაჭერას გვიცხადებდა ამერიკის ადმინისტრაცია თავისი საჯარო განცხადებებით. ორი პარტია რომ გამოგვაკლდა და ექვსნი დავრჩით, მაინც გრძელდებოდა ეს მხარდაჭერა, ჰილარი კლინტონის განცხადებაც იყო, უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლა დემოკრატიული წესითო. აქედან გამომდინარე, დღესაც არსებობს პოზიცია, რომ ხელისუფლებაში ორზე მეტი ვადით დარჩენას შეერთებული შტატები არ მიესალმება, განურჩევლად იმისა, ვინ იქნება ხელისუფლებაში. ამიტომაც ჩნდება დღესაც ასეთი განცდა, რომ უცხოეთიდან არის სიგნალი, რომ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი არ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში 2020 წლის არჩევნებზე. ამიტომ არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილი რას ცდილობდა იმ ნაბიჯით, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ოპოზიციისთვის დაეთმო პრეზიდენტობის პოსტი. შესაძლოა, იგი ფიქრობდა, რა მოხდა, პრეზიდენტს უფლებები მაინც არ აქვს და, თუ ოპოზიციონერი კანდიდატი გაიმარჯვებს, ეს შეიძლება ჩაითვალოს, რომ პრეზიდენტი ოპოზიციონერია, ამიტომ 2020 წელს ამის გამო შეიძლება აღარ მოგვიწიოს ხელისუფლების დათმობა. შეიძლება, ასეთი გათვლაც არსებობდა.

შემექმნა შთაბეჭდილება, რომ იმ პერიოდში მთლად „ნაცმოძრაობას“ არა, მაგრამ „ევროპულ საქართველოს“ გულშემატკივრობდა „ქართული ოცნება“, მაგრამ პოლიტიკაში ჩაუხედავი უნდა იყოს კაცი, რომ იფიქროს, „ევროპულ საქართველოს“ და მის კანდიდატს რამენაირი შანსი ჰქონოდა გამარჯვების. არათუ გამარჯვების, არამედ მეორე ტურში „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის გასვლის შანსიც არ არსებობდა, მისი რეიტინგი წინასწარ იყო ცნობილი. როგორც ჩანს, მხოლოდ პირველი ტურის შემდეგ გაიაზრა ბიძინა ივანიშვილმაც და „ქართულმა ოცნებამაც“, რომ ვაშაძის გამარჯვება შეიძლება დასასრულის დასაწყისი ყოფილიყო 2020 წლამდე, რადგან პრეზიდენტს მართალია, ბევრი უფლება არ აქვს, მაგრამ შეწყალების და მოქალაქეობის მინიჭების უფლება აქვს. მარტო ეს უფლებები საკმარისი იქნებოდა ქვეყანაში ვითარების ასაჭრელად. ამიტომაც გამოფხიზლება მოხდა პირველი ტურის შემდეგ.

მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებში პასიურობით დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის, თუ არის სხვადასხვა არგუმენტები - თუნდაც არაპოპულარულ მოსამართლეთა თავსმოხვევის საკითხი, სამართლიანობის არაღდგენა?

- აქ მხოლოდ მოსამართლეების საკითხი არ არის... როდესაც ხელისუფლების მიერ დანიშნულმა მოსამართლეებმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიიღეს მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციის გადაწყვეტილება 30 ივლისს, ამის შემდეგ შუა საარჩევნო კამპანიაში მთავრობამ მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტი შემოიტანა. დავუშვათ, რაღაც არ ესმის ბატონ ბიძინას, მაგრამ NDI-ის მაშინდელი გამოკითხვა მახსოვს, რომელმაც დაწერა, მოსახლეობის 75% მარიხუანას ლეგალიზაციის წინააღმდეგიაო. მე მგონია, რომ 95%-ია მარიხუანას ლეგალიზაციის წინააღმდეგი, მაგრამ NDI-მ 75% დაწერა. მოგეხსენებათ, NDI მაინც ლიბერალური ფრთაა და ლიბერალების სასარგებლოდ ზრდის მონაცემებს, მაგრამ NDI-მაც კი აღიარა, რომ ხელისუფლებამ ხალხის ნების საწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგა შუა საარჩევნო კამპანიისას. ამით ხელისუფლებამ პოლიტიკური თვითმკვლელობა განახორციელა.

ის, რომ სამართლიანობა არ აღდგა, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებიდან ხავერდოვანი წასვლა სურს, რათა არ დახვდეს წინ, რომ პოლიტიკაში ყოფნისას ვიღაცას დევნიდა.

- მართალი გითხრათ, მე არ ვიცი, რა არის ივანიშვილის არგუმენტი, მაგრამ მას რომ „ნაცმოძრაობა“ ხავერდოვნად არ მოეპყრობა ხელისუფლებაში მობრუნების შემთხვევაში, ესეც იმთავითვე ცხადია.

რა პროცესები მიმდინარეობსოცნებაში“, სად მიდიანოცნებიდანდა ხომ არ არის ეკა ბესელია ის სატელიტი, რომელიც სჭირდებოდა .. მესამე ძალადქართული ოცნებისშიგნით ბიძინა ივანიშვილს?

- მე არ მაქვს იმის განცდა, რომ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ გაცნობიერებული აქვს, რომ მას რაღაც სჭირდება და მესამე ძალა სჭირდება. უბრალოდ, ჩვენ მოვისმინეთ, რომ ეკა ბესელიას საპატიო გაცილება და აქტიური პოლიტიკიდან წასვლა იგეგმებოდა შემდეგი სქემით, ის უნდა წასულიყო გავლენიანი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან და გადასულიყო საპატიო, ფორმალურად უფრო მაღალ, მაგრამ არაფრის მთქმელ თანამდებობაზე, რასაც ვიცე-სპიკერობა ჰქვია. როგორც ჩანს, ეკა ბესელიამ გადაწყვიტა, როგორც პოლიტიკური გამოცდილების მქონე ადამიანმა, რომ თავისი გადადგომა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან პოლიტიკურად ლამაზად გაეფორმებინა. აქედან დაიწყო ყველაფერი და ეკა ბესელიამ თქვა, ჩემი გადადგომის მიზეზი იყო მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი და, აგერ, ეს საკითხი გადადო პარლამენტმა. გაირკვა, რომ მან ვერაფერიც ვერ შეაჩერა, მეორე დღესვე მურუსიძემ დაინიშნა თავი უვადო მოსამართლედ, ყველა დისკრედიტირებული მოსამართლე უკვე დანიშნულია უვადოდ. მართალი გითხრათ, ის კანონპროექტიც, რომელიც შეიტანა ეკა ბესელიამ, მურუსიძეს, ჩინჩალაძეს, გვრიტიშვილს ვერაფერს აკლებს. ყველანი უკვე დანიშნულნი არიან უვადოდ და არც ის მესმის, ვინც ამ კლანის უშუალო საახლობლო არ არის და სადღაც მეორე-მესამე ეშელონია, მათი დანიშვნის შეჩერება რაღა ეფექტის მომტანია? კიდევ შეიკრიბნენ ეს მოსამართლეები და იმის ნაცვლად, რომ გამიჯნოდნენ კასტას, გამოაცხადეს, ჩვენც მურუსიძეები ვართო. რეალურად, ისინიც გასაშვებნი არიან და უვადო დანიშვნების შეჩერებით ეს საკითხი ვერ გადაწყდება, ამას სჭირდება სხვა კანონპროექტი, ამას სჭირდება კონსტიტუციური ცვლილებები.

მხოლოდ მურუსიძეში, ალბათ, არ არის პრობლემა, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ მოდაშია მხოლოდ მურუსიძის ძაგება, მაშინ, როცანაციონალებისდროინდელმოსამართლეთა 99% გადაწყვეტილებებს ზემოდან განხორციელებული უბრალო ზარებით იღებდა.

- ცხადია, მარტო მურუსიძეში არ არის პრობლემა. მურუსიძესთან მორიგება შედგა 2015 წელს. მანამდე მისი ადგილი მორიგება-გარიგების მხრივ ეკავა კუბლაშვილს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი შეხვდა. შეთანხმება შედგა ბიძინა ივანიშვილსა და კუბლაშვილს შორის, რომელიც მე გავაკრიტიკე 2013 წელს. მერე, როდესაც ბაჩო ახალაია ერთ-ერთ საქმეზე გაამართლა მოსამართლემ და „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა, ეს დამოუკიდებელი სასამართლოს გამარჯვებაა და უნდა ვიზეიმოთო, მე არ ვიზეიმე და დავტოვე უმრავლესობა. ასე რომ, დღესაც ეკა ბესელიას შესანიშნავად ესმის, რომ კობახიძე-მდინარაძე აქ არაფერ შუაშია, ეს არის ბიძინა ივანიშვილის კურსი სასამართლო ხელისუფლების, წინა რეჟიმის დროს სახელგატეხილ ადამიანებთან შეთანხმება-გარიგების თვალსაზრისით.

რაში სჭირდება ბიძინა ივანიშვილს მათთან შეთანხმება-გარიგება?

- ეს ცალკე საკითხია. მართალი გითხრათ, ბოლომდე ამის რაციონალური ახსნა არ მაქვს. მე ეს განცდა მაქვს, რომ ეკას უშვებდნენ არა იმიტომ, რომ „ოცნების“ შიგნით ის კამათობდა, თუმცა შეიძლება კამათი იყო კიდეც და შეიძლება მან სადღაც აზრიც დააფიქსირა კიდეც. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, როგორ შეცვალა შემადგენლობა ბიძინა ივანიშვილმა და რა ნაბიჯები გადადგა, მან დაშალა კოალიცია. კოალიცია შედგებოდა მრავალი პარტიისგან, არჩევნებში ის გავიდა ერთი პარტიის სახელით. მართალია, ფორმალურად ბევრი ფრაქცია არსებობს, არსებობს კონსერვატორების ფრაქცია, სოციალ-დემოკრატების ფრაცია, მწვანეთა ფრაქცია, მაგრამ ისინი კოალიციის სუბიექტები არ არიან. კოალიცია არ არსებობს, ფაქტობრივად, პოლიტიკოსები განდევნილ იქნენ პროცესიდან, ჯერ კოალიციის წევრი პოლიტიკოსები განიდევნენ და შემდეგ დაიწყო „ქართული ოცნების“ დეპოლიტიზაცია. უცნაური რამ არის, პოლიციის და ჯარის დეპოლიტიზაცია გამიგია, მაგრამ პოლიტიკის დეპოლიტიზაცია რაღაც ახალი და უცხო მოვლენაა. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, დღესდღეობით საჭიროა ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა, რომელიც მოვა ხელისუფლებაში და გაატარებს იმ პოლიტიკას, რაც ხალხს უნდა, რომელიც სამართლიანობას საბოლოოდ აღადგენს ამ ქვეყანაში, ნარკოლეგალიზაციის გადაწყვეტილებას გააბათილებს საკონსტიტუციო სასამართლოში. მარიხუანას მოწევა და პოტენციაში კიდევ სხვა ნარკოტიკების მოწევა და ნარკოტიკებით ვაჭრობა პრაქტიკულად ლეგალიზებული არ იქნება. რატომღაც ხალხი ზედმეტად დამშვიდდა კულტივაციის კანონპროექტი რომ გაიწვია უკან მთავრობამ, სინამდვილეში, არაფერი არ დამთავრებულა ამ ბრძოლაში და ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომელიც ზიანის მომტანია. ქუჩებში ახალგაზრდები ეწევიან, მოწამვლის, ინტოქსიკაციის უამრავი შემთხვევაა. ეს აისახება ჩვენს გენეტიკაზე, მომავალ თაობაზე, რადგან ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში ბავშვი თუ ჩაისახა, დიდი ალბათობაა, ის ინვალიდი დაიბადოს. მეუხერხულება, მაგრამ უნდა გაიგოს ახალგაზრდობამ, რომ მარიხუანა ის ნარკოტიკია, რომელიც პირდაპირ იწვევს იმპოტენციას. ეს არის მისი კლინიკური ჩვენება, ეს ექიმების დადგენილი ფაქტია, სხვა ნარკოტიკებს სხვა უარყოფითი თვისებები აქვს, მაგრამ მარიხუანას ეს თვისება აქვს, რომ მისი სისტემატური მოხმარება იმპოტენციას იწვევს. ამიტომ არასწორია, როდესაც ამას მსუბუქ ნარკოტიკად წარმოაჩენენ. ისეთი პოლიტიკური ძალაა შესაქმნელი, რომელიც ოპოზიციის როლს კი არ ითამაშებს რაღაც სპექტალში, არამედ ხელისუფლებას შეცვლის და ტენდენციას შეცვლის საერთოდ ამ ქვეყანაში. თუნდაც იმავე ლგბტ პროპაგანდას ამოუდებს საკანონმდებლო ლაგამს.

ჩვენ ვხედავთ, რომ საბავშვო ბაღებში, ფაქტობრივად, ჩვენს ბავშვებს რყვნიან, ეს პირველი არ არის, ჯერ კიდევ კვირიკაშვილის პრემიერობის დროს რაღაც დადგენილება მიიღეს, რომ გენდერულად ნეიტრალური სათამაშოებით უნდა ითამაშონ ბავშვებმა, ახლა კი 4 წლის ბავშვებს სექსუალური აღზრდის გაკვეთილებს უტარებენ და უხსნიან, რომ ანუსი ზოგიერთი ადამიანისთვის სიამოვნებასთან ასოცირდება. ამ დროს ბავშვი ცნობისმოყვარეობითაა აღვსილი და ყველაფრით ინტერესდება, მასწავლებელი კი მას ეუბნება, ეს სიამოვნებასთანაა დაკავშირებული, ანუ პირდაპირ ეუბნება, მიდი, გასინჯეო.

თქვენ დაბრუნდით პოლიტიკაში და თქვენი მიზანი კონსერვატიული პოლიტიკური ძალის ფორმირებაა. როგორ ფიქრობთ, შეძლებთ .. მესამე ძალად ფორმირებას?

- მესამე ძალა კი არა, ჩვენ პირველი ძალა გვჭირდება. ეს იქნება არა ის ძალა, რომელიც ბუფერის როლს შეასრულებს „ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის, არამედ ჩვენ გვჭირდება ძალა, რომელიც დაამარცხებს „ქართულ ოცნებასაც“ და „ნაციონალებსაც“. არის საკითხები, რომლებშიც ერთმანეთთან ვითომც დიდი კამათი აქვთ, მაგრამ ისინი ერთიანნი არიან. მე ვაპირებ, პირველი ძალის ფორმირებას შევუწყო ხელი და ამისთვის მონაწილეობას მივიღებ მთაწმინდის ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, რომელიც მაისში გაიმართება. შემოკრებილი მყავს ახალგაზრდა, ტრადიციული ღირებულებების მომხრე აქტივისტთა ჯგუფი, რომლებსაც სურთ ტრადიციულ ღირებულებათა დაცვა საკანონმდებლო დონეზე. მათ სურთ პარლამენტში ჰყავდეთ ისეთი ადამიანი, რომელიც ისაუბრებს ტრადიციულ ღირებულებათა დაცვაზე, შეიტანს კონკრეტულ კანონპროექტებს და იბრძოლებს ამ კანონპროექტთა გასატანად. ეს იქნება „ნაცმოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ დამარცხება, ეს იქნება ნიშანი საზოგადოებისთვის, რომ ხელისუფლების შეცვლა, ამ ორივე ძალის დამარცხება შესაძლებელია და არ არის მხოლოდ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. ჩემი ამოცანაა იდეოლოგიაზე, ტრადიციულ ფასეულობებზე დამყარებული პოლიტიკური ძალის ფორმირება და საერთაშორისო კავშირების დამყარება ასეთივე ევროპულ ძალებთან, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში მოვიდნენ იტალიაში, უნგრეთში, ავსტრიაში, პოლონეთში-ანუ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში სერიოზულ შედეგებს მიაღწიეს. მართალია, ჯერ ხელისუფლებაში ვერ მოსულან, მაგრამ სერიოზულად გაიუმჯობესეს შედეგები.

სოციალისტი პირველი ძალა უკვე არის - პატრიოტთა ალიანსი. გინდათ ხალხთან ყოფნა, ხალხის თანადგომა?! მიდით და რიგითი წევრის სახით შეუერთდით პატრიოტთა ალიანსს. არ გვჯერავს თქვენი ე.წ. ძველი, გამოცდილი პოლიტიკოსების. თქვენ ხართ კონიუნქტურის მსახურები, თუმცა ამას ვერ ამჩნევთ! ხალხი ამჩნევს, ხალხი!
5 წლის უკან
tngh "პატრიოტთა ალიანსმა", "დემოკრატიულმა მოძრაობამ"... და სხვა ჭეშმარიტად პატრიოტულმა ძალებმა, თუ მოახერხეს და დაძლიეს პირადი ამბიციები, უსფუძვლო "ბიძინაფობია" და ერთ ბლოკად გამოვიდნენ არჩევნებზე, დიდი შანსი ექნებათ წარმატების.
5 წლის უკან
aka სოციალისტს,
ვფიქრობ მეგობარო, არ იქნება სწორი არ გავითვალისწინოთ, რომ დავითაშვილმა ჯანმრთელობა დაკარგა პოლიტიკაში და ის ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს.
რაც შეეხება იმას, რომ მას უნდა დაიმკვიდროს ადგილი, როგორც კონსერვატორულმა ძალამ, ეს მისი უფლებაა, თუმცა სამართლიანად შენიშნეთ, რომ პატრიოტთა ალიანსი უკვე არის ასეთი ძალა.
მთავარი პრობლემა ქართული პოლიტიკური სპექტრის არის ის რომ, არცერთ პოლიტიკურ ძალას არა აქვს თანმიმდევრულად ჩამოყალიბებული ქვეყნის მოდერნიზაციის გეგმა, პირველ რიგში ეკონომიკის სფეროში. მათი წარმოდგენები თუ რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის განვითარებისთვის, არის სუმბურული და ფრაგმენტული. მე რაღაც მცდელობა მქონდა ვიღაცეებისთვის რაღაც ამეხსნა, მაგრამ ქართველი პოლიტიკოსები ამის საჭიროებას ვერ ხედავენ. მათთვის ეს სამყარო ცუდია, იმიტომ რომ ისინი არ არიან ხლისუფლებაში და როცა მოვლენ მერე რაღაცას მოიფიქრებენ.
რაც შეეხება ოცნების პერსპექტივებს, მე ვხედავ ერთადერთ შესაძლებლობას ისინი დარჩნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ამაზე არ მინდა საუბარი. თვითონ იფიქრონ.
5 წლის უკან
სოციალისტი aka-ს. მახსენდება ერთხელ პარლამენტში როგორ აგინებდა დედას ჯერ კიდევ ახალგაზრდა დავითაშვილი პროფესორ შარაძეს. ახლაც არ ვუსურვებ მას ცუდს არაფერს, მაგრამ ერთი ჯარისკაცი რომ იყოს პატრიოტთა ალიანსში ვითომ რა უჭირს?!
tngh -ს, თუ უკიდეგანო ამბიციების მქონე ქალბატონი ნინო მოსცილდება დემოკრატიულ მოძრაობას, მაშინ არის შანსი რომ დანარჩენები მივიდნენ და დადგნენ პატრიოტთა ალიანსთან. ეს ეხება სანიკიძესაც, რომლის პრეტენზიებიც პოლიტიკოსობაზე არის სრულიად უსაფუძვლო!
5 წლის უკან
კ ო მ ბ ლ ე ისევ ცნობილი სახეები, ისევ ლიდერი?
არავის თავში აზრად არ მოსდის,, ახალგაზრდა ეკონომისტების გუნდი ჩამოაყალიბოს და რეალური პროგრამა შესტავაზოს ხალხს, რომელიც გათვლილი იქნება ხალხის სოციალურ პრობლემებზე და არა პოპულისტურ განცხადებებზე, როგორიცაა მე დაგიბრუნებბთ აფხაზეთს! ნიკოფსიიდან დარუბანდამდე! ტრუბა ჩვენი არსებობისა! სამნი ხართ? ჯოკერს ვერ იწყებთ? გუგავა მოვა! მე გიშველით! და ასე შემდეგ. - . ოღონდ მხოლოდ მე უნდა ვიყო ლიდერი. ანუ ლენინი კრემლში.
ბელადომანიის მომხრეთა გასაგონად! იყავი ბატონო ლენინი, თუნდაც კრემლში, ოღონდ მავზოლეუმს ნუ გასცდები და სადაც მოგესურვება, იქ იყავი. საკმარისია 10-- 12 ახალგაზრდა პერსპექტიული ეკონომისტი, დასახული მიზნით და რეალური პროგრამით, გუნდი ლიდერის გარეშ, ლიდერი იქნება გუნდი, ლიდერი გუნდის გარშემო და არა გუნდი ლიდერის ფუნდამენტად.
შესთავაზე ერთი მარტივი რამ, სახელმწიფომ აიღოს თავის თავზე მომავალი თაობის აღზრდა, ანუ ბავშვს 18 წლამდე დაუნიშნე საარსებო მინიმუმი მაინც, თუ მეტი არა და პენსიონერსაც იგივე. ნახეთ თუ ხალხი არ გამოგყვეთ. ოღონდ გათვალეთ, საიდან მოიტანთ იმ თანხას და რის ხარჯზე, თუნდაც ქმრის მოჭერა იყოს საჭირო, თუ ხალხს აუხსნი, რომ ეს საჭიროა ისევ ქვეყნის საკეთილდღეოდ, ხალხი გაიგებს და ტავის ნებით მოიჭერს ქამარს, მაგრამ , თუ დაინახა, რომ თვითონ ქა;არს იჭერს და შენ ამ დროს კარაქიან პურზე წითელ ხიზილალას ამატებ, პირველივე ხეზე ცამოგკიდებენ.
ბაც!!! და ხეზე ხარ. ყველანაირი სასამართლოს და გარცევის გარეშე.
ყველაფერი რაც შეუძლებლად გვეჩვენება, ძალიან მარტივია, იმდენად მარტივი, რომ ეჭვს ბადებს, შესაძლებელია და თან ძალიან მარტივი, თუმცა ეჭვი ღრნის, აი რატომ, ყველა ფიქრობს, თუ შესაძლებელია და ესე იოლი გასაკეტებელია? მართლა ესე მარტივი, რომც იყოს, „„გენიოსების““ ხელში ვართ, თან ესეთ დროს, როდესაც მათი ყოფნა არყოფნის საკითხი წყდება, ყველამ იცის, რომ სიტუაცია არის სა=გან=გა=შო=!!! და ამათ, ტვინიან-მაყუთიანებს, ანუ დიადი ლენინის ფრთას ვინმე დაასწრებდა?
არადა ერთი მთავარი ავიწყდებათ, აქ მთავარია ლენინმა მოინდომოს და არა გუნდმა, ლენინი კი მხოლოდ იმითაა დაკავებული, როგორ გადაარჩინოს სამეფო გვარი, ანუ შვიდი მილიარდ შჩემტა ისე, რომ არც ძალაუფლება დაკარგოს, არც ფული და არც რეიტინგი, ანუ ხალხის სიყვარული.
ლენინს ერთი რამ ავიწყდება, რომ ხალხს, რაც არ უნდა გააძღო და ფულით გატენო, მაინც ეზიზღება მასზე მდიდარი, თუნდაც მასზე ორი დოლარით მეტი გქონდეს. ლენინს კი ორ დოლარზე გაცილებით მეტი აქვს, ბევრად მეტი. ხალხს კი არ უყვარს ფულიანები, რადგან მათ არ იციან, რომ მდიდრის ფული მათი კეთილდღეობის გარანტია. მდიდრის ფული აცოცხლებს ღარიბებს. მათი სიმდიდრე კვებავს ღატაკებს.
მდიდრები, რომ გავძარცვოთ, რას მივიღებთ? ამ დროს მდიდარი გარარიბდება, ხოლო ღარიბი მთლად გარატაკდება და ვიქცევით საცოდავ ერად, შარვალ გამოხეულ, მათხოვარ, მაგრამ ჩვენ მენტალობიდან გამომდინარე მაინც ამაყ ერად დავრჩებით.
მაგრამ, თუ მდიდარი მისცემს საშუალებას რარიბებს, მისი სიმდიდრით ისარგებლონ და ოდნავი სარგებელი მაინც ნახონ, ბოლომდე ნუ გაძარცვავ, სპირიდონა სულანჯიას რვა გოჭიდან ექვსი დაუტოვე, ორი წაასხი, მეტი არა, ისინი გაგაღმერთებენ და ჩათვლიან, რომ ის ორი, კიდევ ცოტაა და მინიმუმ სამი მაინც უნდა წაგეყვანა, რადგან ადრე ხუთი მიყავდათ, ხუთი!
ასე რომ; გაუმარჯოს სხვის სიმდიდრეს!
გაუმარჯოს ფულიამ ბატონებს!
და მათ, ვინც ფულს ბანკში კი არ ინახავს, ან მიწაში, ბრუნვაში გაუშვებს და ხალხს მისცემს საშუალებას მისი ფულით ითამაშონ, გაერთონ, ამოძრაონ, თუნდაც უდიდესი მოგება ისევ მათ, ისევ მდიდრებს დარჩეს. ხალხს კაკლის ჩხრიალი მოსწონს, ჩხრიალი, ათი კალიდან ხუთი მაინც, რომ დარცეთ და ჩხრიალი კიდევ, ეს იცით რამენია? ხუთი კაკალი და ჩხრიალის უფლება? შაქრიანი ჩაი და კარაქიან პურზე, თუ ჯემსაც წაუცხებ, ღმერთად გაღიარებენ, თუმცა მაინც გაგყიდიან და გაყვებიან იმას, ვინც ცხოვრების აზრს მისცემს. აი რა არის მთავარი! ცხოვრების აზრი!
მან კი იმედი მოკლა. მალადეც!!! გენიოსი უნდა იყო, რომ ეს მოახერხო. შვიდი მილიარდ შჩემტა გქონდეს, ხალხის 90% მხარდაჭერა, თუ მეტი არა, ხალხი გთხოვდეს, მათი იმედით აძლევდე იმედს, სჯეროდეთ შენი და შენ მოახერხო მათი გადაგდება, ანუ მათი იმედის მოკვლა.
სადაც იმედი კვდება, იქ იწყება სიცარიელე! იმედი მოკვდა! ჩვენ ტყეში ვართ!!! სიცარიელეს კი აჯანყება მოსდევს. ა=ჯა=ნყე=ბა=!!!
5 წლის უკან
კ ო მ ბ ლ ე --------------------
რაც შეეხება დავითაშვილს. დააყე ეგ გასიებული საჯდომი, თუ სუნი იკარი, სუნი ცვლილებების და ეხლა, თუ არ ივარგე, მერე გვიან იქნება, ეხლა უნდა დაუდო საფუძველი ტორტის ნაჭერს თორემ, მერე? მერე „„პრაშცაი გოდი დალიოკაია““
ესე რომ, დავითაშვილო, შე ყურუმსაღო, დელია დელიააააააა.
ტვინი არ გყოფნის და ფულიც უკვე, სულ გამოგელიაააააააა.
მზეს!
ცხრათვალა მზეს!
ზურგს რომ მიუშვერ გასათბობად, ჰგონია ებუტები და მწარედ იმახსოვრებს, მზის გარეშე კი, ვინ ხარ? ნეხვით გავსებული ფაშვი, „„ი ვსიო““ მეტი არაფერი... ასე რომ დააყე პარავოს! „„ ნე სტუჩიტე კალიოსა““ კანდუქტორს ცალ ფეხზე კიდიხარ!!!!
5 წლის უკან
ბ ა ტ ო ნ ი 420 ...........
თურმე შარაძეს დედას აგინებდა და ამის გამო ჯარისკაცად ივარგებსო.
მე არ ვიცოდი და თუ ეგრეა, შევეცი ისეთ ჯარისკაც-პოლიტიკოსს, რომლის მოვლეობაა ფიქრი და საუბარით მტრის მეგობრად გახდომა, ის კი დედის გინებით ცდილობს მეგობარი მტრად გაიხადოს.
შარაძე გასცემდა პასუხს, თუმცა არა ისე, როგორც მე გავცემ.
თუ ეს მართალია დავითაშვილო! შენ დედას თხაროს ბიძინას ზებრამ ხახაში, შე ნაბოზვარო და მედროვე ყლეო უუხ! შენი დედა მოვტყან, შე ბოზო. თუ პრეტენზია გაქვს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე აქეთ პასუხს მოგთხოვ შენ საქციელზე, შე გაბერილო ყლეო, ...თესლის ბოჩკა.
5 წლის უკან
სოციალისტი მე არ დამიწერია ამის გამო იარგებს! ეს თვენი გაუკუღმართებული წარმოსახვის შედეგია! ისე ახალგაზრდობაში ყველას ბევრი რამ შეგვშლია, ზოგს გული დაგვწყვეტია, გულით მოგვინანიებია. ზოგი პიტალო კი ხეპრულად აწვება პირველ ჩვენებას! მაგალითად, მიშმადიდებლები!
5 წლის უკან
ბ ა ტ ო ნ ი 420 სოციალისტი aka-ს. მახსენდება ერთხელ პარლამენტში როგორ აგინებდა დედას ჯერ კიდევ ახალგაზრდა დავითაშვილი პროფესორ შარაძეს. ახლაც არ ვუსურვებ მას ცუდს არაფერს, მაგრამ ერთი ჯარისკაცი რომ იყოს პატრიოტთა ალიანსში ვითომ რა უჭირს?!
-----------------აბა ეს ვისი დაწერილია და რა მომელანდა? დედას აგინებდა და სროლაც კაი ეცოდინება, კაი ჯარისკაცი დადგებაო, თან ეხლაც არ ვუსურვებ ცუდსო. მე ვწერ თუ......ოხ, მე მაგის დედას ვთხარე და ვისაც მისი საქციელი მოსწონს იმის დედას და მამასაც.
5 წლის უკან
ბ ა ტ ო ნ ი 420 აკაც აყვა მეორე ხმა, დარჩნენ ხელისუფლებაშიო მარა, ვერავის სეასმინა. შვიდი წელი ფხანის მეტი არაფერი გაუკეთებიათ და ეხლა რა ეტაკებათ ვითამ?
5 წლის უკან
სოციალისტი ხო მაშინ ძალიან ცუდად მოიქცა. მაგრამ მე არ დამიწერი რომ - ამის გამო- !!! ამის გამო არ უნდა იყოს არაფერში. მაგრამ მაშინ მიშას ძმაკაცი იყო და ასე აძლევდა ატმასკას! მერე მისმა მეგობარმა დააინვალიდა. ახლა გადახარშა რც ჰქონდა მიქარული. მოინანია. . ასე რომ ერთ რიგით "ჯარისკაცობაზე" უარი არ უნდა ეთქვას. თუმცა თქვენ შეიძლება თქვენი აზრი გქონდეთ.
5 წლის უკან
კ ო მ ბ ლ ე მართვადი კაცი რიგითობას არ უნდა გასცდეს თორემ, მერე მადა ეხსნება და...ეგე! ბიძინას პოლიტიკა არ მომზონს, მე ვიცი რაც უნდა გავაკეთოვო. ეხლავე ტახტისკენ იწევს, ეს დედამითესლილი. ეს კაცი არ არის სანდო, ფული შემოაკლდა და აფხაკუნდა.
თქვენ შეიძლება თქვენი აზრი გქონდეთ, ეს უკვე მაგრად მომეწონა. ბოდიშის მოხდით აგრეთვე თქვენც, სრული უფლება გაქვთ.
5 წლის უკან