„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ჟურნალისტებს გუნდის პრემიერლიგის პერსპექტივებზე ესაუბრა.
„ჩვენ სამ წელიწადში სამ ფინალში ვითამაშეთ. არ მგონია ბევრმა გუნდმა დაიკვეხოს ასეთი მიღწევით. მუდმივად ვაუმჯობესებთ შედეგებს პრემიერლიგაში. მაგრამ რაღაც მომენტში მავანნი ამბობენ: „ეს არ არის ის, რაც ადრე იყო. რაღაც ვერ მიდის კარგად? გახსოვთ შარშანდელი თამაში „რომასთან? “
ახლა ჩინებულ მდგომარეობაში ვართ. ვერაფრით დაგეხმარებით, თუ ამას ვერ ხედავთ. ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და ყველაფერს ვაკეთებთ წარმატებისათვის. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ზოგჯერ მიზანს მიაღწევ, ზოგჯერ ვერა. მაგრამ ეს სეზონი ბოლო შანსი რომ არ არის, ამაში დარწმუნებული ვარ.“ - უთხრა კლოპმა Liverpool Echo-ს.