„კრისტალ პალასთან“ მატჩს სავარაუდოდ „მანჩესტერ იუნაიტედის“ 10 ფეხბურთელი გამოტოვებს. ამის შესახებ Sky Sport იტყობინება
24 თებერვალს „ლივერპულთან“ შეხვედრაში „წითელი ეშმაკების“ 3 ფეხბურთელი, ანდერ ჰერერა, ხუან მატა და ჯესი ლინგარდი დაშავდნენ. მოედანზე ტრავმით გავიდა მარკუს რეშფორდიც. მანამდე ტრავმები ნემანია მატიჩმა და ანტონი მარსიალმა მიიღეს. კლუბს ჯერჯერობით ვერც ფილ ჯონსი, მატეო დარმიანი, ანტონიო ვალენსია და მეისონ გრინვუდი ეხმარებიან.
28-ე ტურის „კრისტალ პალასისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეხვედრა ლონდონში დღეს გაიმართება.