დუბაის ATP500-ის კატეგორიის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს ბაუტისტა აგუტს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.
ბაუტისტა აგუტი ურთიერთშეხვედრებში 2:0-ს უგებს ქართველს. პირველად ისინი 2015 წელს, უიმბლდონის პირველ წრეში შეხვდნენ და ესპანელმა 7:6(4), 6:0, 6:1 მოიგო, მეორედ 2017 წელს, მონაკოს „მასტერსზე“ – 1:6, 6:3, 7:5.
მანამდე ნიკოლოზ ბასილაშვილმა დუბაის ტურნირის პირველ შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მსოფლიოს მე-12 ჩოგანი, რუსეთის წარმომადგენელი, კარენ ხაჩანოვი 2 სეტში - 6:4, 6:1 დაამარცხა.