"ვიტესის" რუსმა მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ყოფილ ფეხბურთელ და ამჟამად ვიდეობლოგერ ევგენი სავინთან ინტერვიუში ჯანო ანანიძის შესახებ ისაუბრა.
"ზამთარში, ანანიძეს ჩვენთან გადმოსვლა შეეძლო, თუმცა ეს ორმაგი დაბეგვრის სისტემის გამო ვერ მოხერხდა. რუსეთსა და ჰოლანდიაში სხვადასხვა დაბეგვრის სისტემებია: აქ 51-პროცენტიანი, ჩვენთან, რუსეთში კი 13-იანი. ჰოლანდიური კანონმდებლობის მიხედვით კი, ადამიანი არ შეიძლება ორ ქვეყანაში იბეგრებოდეს. აი, ამიტომ არ გამოვიდა ეს ტრანსფერი. რა თქმა უნდა, სამარაში მას მეტი ხელფასი ექნება", - განაცხადა ლეონიდ სლუცკიმ.
საბოლოოდ, ჯანო ანანიძემ კარიერა "კრილია სოვეტოვში" გააგრძელა და სამარულ კლუბში იჯარით სეზონის ბოლომდე ითამაშებს.