ლუის სუარესმა შესაძლოა „ელ კლასიკო“ გამოტოვოს

ლუის სუარესმა შესაძლოა „ელ კლასიკო“ გამოტოვოს

"ბარსელონას" ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა ლუის სუარესმა შესაძლოა მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ ვერ ითამაშოს.

Football Espana-ს ინფორმაციით, ურუგვაელს მუხლის ტკივილი აწუხებს. ტრავმის სიმძიმეზე "ბარსელონას" მესვეურები არ საუბრობენ.

32 წლის ფორვარდმა წლევანდელ სეზონში 34 თამაშში 17 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. კატალონიური გრანდი მადრიდულ კლუბს ნახევარფინალურ მატჩში, 27 თებერვალს დაუპირისპირდება. 2 მარტს კი გუნდები ესპანეთის ჩემპიონატის ფარგლებში ითამაშებენ.