იაპონიის სუმოს ასოციაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგში ორივე ქართველ სპორტსმენს ტოჩინოშინს და გაგამარუს წინსვლა აქვს. ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) პირველად კარიერაში აღმოსავლეთის მეორე ოძეკის სტატუსით იასპარეზებს.
ტოჩინოშინს ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად მარტის ბაშოზე მინიმალური დადებითი ბალანსს დაფიქსირება სჭირდება.
რანგით მეორე,ექვსი საფეხურით დაწინაურდა თემურ ჯუღელი (გაგამარუ) და აღმოსავლეთის მერვე მაეგაშირას სტატუსი მიიღო.
წლის მეორე , „ჰარუ“ ბაშო 10 მარტს ოსაკაში დაიწყება.