ვეტერანი მორაგბე და მწვრთნელი დუგლას კავთელაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.
კავთელაშვილი 72 წლის იყო. ის ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
სპორტსმენი 1971 წლიდან ქუთაისის გუნდში, 1973 წელს თბილისის „ლოკომოტივში“ ხოლო 1974-1976 წლებში „ნალჩიკის“ კლუბში ასპარეზობდა.