ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია მაურისიო პოჩეტინოს შეუფერებელ ქცევაში სდებს ბრალს. არგენტინელი სპეციალისტი მატჩის მთავარ მწვრთნელს დაუპირისპირდა.
მხარეებს შორის დაპირისპირება „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის მონაწილეობით, „ბარნლის“ წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ მოხდა. მატჩი „ტოტენჰემის“ მარცხით, ანგარიშით 1:2 დასრულდა.
მოგვიანებით პოჩეტინომ შეუფერებელი ქცევისთვის ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ ასოციაციის მიერ გამოტანილ დისციპლინარულ სასჯელს არ გააპროტესტებს.
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ მაურისიო პოჩეტინოს განაჩენი 28 თებერვლამდე უნდა გამოაცხადოს.