UEFA მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარ მწვრთნელს შეუფერებელ საქციელში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ სასჯელს უახლოეს დღეებში გამოიტანს. ამის შესახებ BBC წერს.
სიმეონემ „იუვენტუსის“ გულშემატკივარს ხოსე მარია ხიმენესის მიერ გატანილი გოლის შემდეგ უტაქტო ჟესტით მიმართა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც სიმეონე „იუვენტუსის“ გულშემატკივრებისკენ მიტრიალდა და ორივე ხელით საკუთარ გენიტალიებს ჩასჭიდა ხელი.
20 თებერვლის პირველ მერვედფინალურ მატჩში „ატლეტიკომ“ „იუვენტუსი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი 12 მარტს გაიმართება.