მაურისიო სარი: კეპა სწორად მოიქცა და მართალია

მაურისიო სარი: კეპა სწორად მოიქცა და მართალია

"მანჩესტერ სიტისთან" პენალტებში წაგებული მატჩის ბოლო წუთებზე მაურისიო სარისა და კეპა არიზაბალაგას შორის არსებული კონფლიქტი "ჩელსის" დამრიგებელმა გაუგებრობად შეაფასა.

"არისტოკრატთა" ესპანელმა კიპერმა შეხვედრის ბოლოს ტრავმა მიიღო, სარი კი მოედანზე მის მაგივრად ვილი კაბალიეროს შეშვებას აპირებდა. კეპამ მოედნის დატოვება იუარა და საბოლოოდ თერთმეტმეტრიანების სერიაში გუნდის კარს თავად იცავდა.

"გაუგებრობა მოხდა და რეალური ამბავი მაშინ გავიგე,  როდესაც ექიმები სათადარიგოთა სკამზე დაბრუნდნენ. კეპა მიხვდა, რომ ფიზიკური პრობლემების გამო ვცვლიდი, მას კი ასეთი პრობლემა არ ჰქონდა. შესაბამისად, ის სწორად მოიქცა და მართალია." - განაცხადა სარიმ.

ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა, საბოლოოდ გამარჯვება კი თერთმეტმეტრიანების სერიაში "მანჩესტერ სიტის" დარჩა.