"კრილია სოვეტოვის" ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მძიმედ დაავადებული 18 წლის ფეხბურთელის ნინო გურგენიძის მკურნალობის ხარჯები გადაიხადა.
რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა, რომ გოგონას საზღვარგარეთ ძვირად ღირებული მკურნალობა ესაჭიროებოდა და თანხების შეგროვება დაიწყეს, ცჰამპიონატ.ცომ-ის ცნობით კი ჯანომ საჭირო თანხა გადარიცხა. გულშემატკივრები ანანიძეს ამისათვის სოციალური ქსელებით მადლობას უხდიან.
გურგენიძე ქუთაისის "მართვეს" ნახევარმცველია.
ანანიძემ შეკრებაზე "კრილია სოვეტოვის" შემადგენლობაში ლატვიის "ლიეპაიასთან" ამხანაგურ მატჩში (1:1) შეუცვლელად ითამაშა, 2 მარტს კი მისი გუნდი რუსეთის პრემიერლიგის მე-18 ტურში მოსკოვში "ლოკომოტივს" შეხვდება.