FIFA-მ ჩელსის ფეხბურთელების შეძენა შეუზღუდა

FIFA-მ ჩელსის ფეხბურთელების შეძენა შეუზღუდა

"ფიფამ" ინგლისური გუნდი "ჩელსი" არასრულწლოვანი ფეხბურთელების საერთაშორისო ტრანსფერების საქმეში დამნაშავედ ცნო. უმაღლესმა საფეხბურთო ორგანომ 29 შემთხვევა აღმოაჩინა, როცა ლონდონურმა კლუბმა ტრანსფერების და რეგისტრაციის რეგლამენტი დაარღვია.

BBC-ის ინფორმაციით "ფიფამ" ჩელსის მომდევნო ორ სატრანსფერო ფანჯრის დროს ტრანსფერის განხორციელება აუკრძალა. აკრძალვა მთელ კლუბს ეხება. გამონაკლისი მხოლოდ "არისტოკრატთა" ქალთა მინი-ფეხბურთის გუნდია. ამგვარად, ჩელსი 2019 წლის ზაფხულში და 2020 წლის იანვარში ფეხბურთელებს ვეღარ შეიძენს.

მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ლონდონელები "ფიფას" სააპელაციო კომიტეტში აპირებენ.