ცნობილია, რატომ წავიდა რონალდუ რეალიდან

ცნობილია, რატომ წავიდა რონალდუ რეალიდან

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა გუნდიდან კრიშტიანუ რონალდოს წასვლის ნამდვილი მიზეზი დაასახელა. ამის შესახებ Goal-ი წერს.

კალდერონის თქმით, რონალდუ გუნდის ახლანდელი ხელმძღვანელის, ფლორენტინო პერესით იყო უკმაყოფილო. პორტუგალიელმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ პერესს ხელფასის მომატება სთხოვა და უარი მიიღო. ამასთან, რონალდუს „რეალსა“ და ნეიმარს შორის მოლაპარაკებები არ მოსწონდა. კლუბი ნეიმარს ძალიან დიდ თანხას სთავაზობდა.

საბოლოოდ, პერესი რონალდუს გაშვებას დასთანხმდა, თუ მასში 100 მილიონ ევროს გადაიხდიდნენ. რონალდუს მიჰყვა მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანიც, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნა რონალდუსთან სამუდამო კონტრაქტის გაფორმება იყო.

ფეხბურთელში 100 მილიონი ევრო ტურინის იუვენტუსმა გადაიხადა. ამ წლის იანვარში ამ გუნდმა იტალიის სუპერთასი უკვე მოიგო.