ზურა დათუნაშვილის მხარდამჭერები საპროტესო აქციას აანონსებენ

ზურა დათუნაშვილის მხარდამჭერები საპროტესო აქციას აანონსებენ

„დათუნაშვილი უსამართლობის წინააღმდეგ,“ - მოჭიდავის მხარდამჭერი აქცია ამ სახელწოდებით სოციალურ ქსელში დაანონსდა. 23 თებერვალს საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაა ჩანიშნული, სადაც 11 იანვარს სპორტის სასახლეში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით უნდა იმსჯელონ.

დათუნაშვილმა აქციის შესახებ „მაესტროსგან“ შეიტყო, გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თუ პრეზიდიუმის სხდომას არ დაესწრება, ის აქციას შეუერთდება.

როგორც დათუნაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ განუცხადა, მას ჭიდაობის ფედერაციიდან ჯერ არ დაკავშირებიან. ევროპის ორგზის ჩემპიონი სხდომაზე მისვლას მას შემდეგ გადაწყვეტს, რაც დამსწრე წევრების ვინაობას გაეცნობა.

შეგახსენებთ, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, ზურაბ დათუნაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხდარის გამო, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. დააკავეს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, შემდეგ კი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.