მადრიდის "რეალმა" ნახევარმცველ ლუკა მოდრიჩთან ახალი კონტრაქტის პირობები შეათანხმა. Marca-ს ინფორმაციით, ხორვატი სამეფო კლუბში 2021 წლამდე დარჩება.
შედეგად, ახალი კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი 36 წლის იქნება.
ხორვატს მოქმედი კონტრაქტის ვადა 2020 წელს გასდის. ჯერჯერობით ხელშეკრულების ფინანსური ნაწილის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მედიის მტკიცებით, 2018 წლის დეკემბერში სამეფო კლუბი და მოდრიჩი ვერ თანხმდებოდნენ.
მაშინ ფეხბურთელი გუნდისგან პირობების გაუმჯობესებას ელოდა და პარალელურად "მილანის ინტერში" გადასვლის ვარიანტსაც განიხილავდა.