საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს საბერძნეთს დაუპირისპირდება. 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალფიკაციო ტურნირის ბოლოსწინა ტური კუნძულ კრეტაზე გაიმართება.
ტრავმის გამო საბერძნეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ გუნდის კაპიტანი თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძე.
საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.
3 დღეში კი დასკვნით ტურში ილიას ზუროსის გუნდი თბილისის სპორტის სასახლეში ესტონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებს გამართული 4 მატჩიდან 3 მოგება აქვს, თუმცა პირველ და მეორე ეტაპების გაერთიანებულ ცხრილში 5-5 მოგება-წაგება აქვს და მუნდიალზე გასვლის შანსი გაცილებით ნაკლები აქვს, ვიდრე კონკურენტ სერბეთს.
იმისთვის, რომ ჩვენი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვდეს, საქართველოს ნაკრებმა დარჩენილი ორივე შეხვედრა უნდა მოიგოს, ხოლო სერბეთმა – ესტონეთთან და ისრაელთან – წააგოს.