მსუბუქ წონით კატეგორიაში UFC-ის ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა ოქტაგონზე კანადელი ჯორჯ სენ-პიერი გამოიწვია.
37 წლის კანადელი ოქტაგონზე 2017 წლის ნოემბრის შემდეგ არ გამოჩენილა. ნურმაგომედოვმა კანადელ სპორტსმენს Instagram-ის გვერდიდან მიმართა.
ჯერ უცნობია დასთანხმდება თუ არა სენ-პიერი ნურმაგომედოვის გამოწვევას.
ხაბიბ ნურმაგომედოვი დისკვალიფიკაციას იხდის. დაღესტნელი სპორტსმენი ნევადის სადისციპლინო კომიტეტმა მაკგრეგორთან დაპირისპირების გამო დასაჯა.