"ინტერი" და "ბარსელონა", კატალონიელთა ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
La Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით გუნდის მესვეურთა შეხვედრის შემდეგ იტალიური კლუბის ხელმძღვანელობა ოპტიმისტურად არის განწყობილი. მილანელები მზად არიან ხორვატში 35 მილიონი ევრო გადაიხადონ, კატალონიელები 45 მილიონს ითხოვენ. სავარაუდოდ მხარეები 40 მილიონზე შეთანხმდებიან.
მილანის "ინტერი" მზად არის ივან რაკიტიჩს მინიმუმ სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს.