საფეხბურთო კლუბების ყველაზე მდიდარ მფლობელთა სია ცნობილია. საფეხბურთო სამყაროში მომუშავე უმდიდრესი ადამიანების ჩამონათვალი ბრიტანულმა გამოცემა "The Mirror"-მა გამოაქვეყნა.
სიის სათავეში კომპანია "Red Bull"-ის და ასევე კლუბ "ნიუ-იორკ რედ ბულის" მფლობელი, დიტრიხ მატეშიცია. მეორე ადგილზე ინგლისური "მანჩესტერ სიტის" დირექტორი შეიხ მანსური, ხოლო მესამე პოზიციას "იუვენტუსის" მფლობელი, ანიელების ოჯახი იკავებს.
სიაში რომან აბრამოვიჩი, სტენ კრონკე, ნასერ ალ-ჰელაიფი, შაჰიდ ჰანი, ჩჟან ცინდუნი და ჯო ლუისიც მოხვდნენ.