რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ზინედინ ზიდანი შესაძლოა ლონდონის „ჩელსის“ მწვრთნელი გახდეს. ფრანგ სპეციალისტს ლონდონის „ჩელსი“ ჯერ არ ჩაუბარებია, თუმცა საფეხბურთო კლუბს უკვე პირობებს უყენებს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ზინედინ ზიდანი ლონდონის „ჩელსის“ შემადგენლობაში ედენ აზარის დარჩენას ითხოვს. ფეხბურთელით მადრიდის „რეალი“ ინტერესდება.
პარალელურად ფრანგი სპეციალისტი £200 მილიონს ითხოვს, რომლის დახარჯვასაც „ჩელსის“ შემადგენლობის გასაძლიერებლად გეგმავს.
ზინედინ ზიდანი ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც ზედიზედ 3-ჯერ შეძლო ჩემპიონთა ლიგის მოგება. ფრანგმა სპეციალისტმა ეს მადრიდის „რეალთან“ ერთად მოახერხა.