საუდის არაბეთის პრინცს მანჩესტერის ყიდვა სურს

საუდის არაბეთის პრინცს მანჩესტერის ყიდვა სურს

საუდის არაბეთის პრინც მოჰამედ ბინ სელმანს, ბრიტანული საფეხბურთო კლუბის „მანჩესტერის“ ყიდვა სურს - წერს გამოცემა The Sun.

პრინცი მზადაა 4,8 მილიარდი დოლარი გადაიხადოს. კლუბის ახლანდელი მფლობელი გლეიზერების ოჯახი გარიგებას არ განიხილავს, მაგრამ ეს შეთავაზება ფინანსურად საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს.

გამოცემა იუწყება, რომ პრინცის ოჯახის კაპიტალი ტრილიონ დოლარს აჭარბებს.

2019 წლის იანვარში აუდიტორულმა კომპანია Deloitte-მა დადო დასკვნა, რომლის საფუძველზეც მანჩესტერი ევროპის ყველაზე შემოსავლიან კლუბებს შორის 2017-2018 წლების სეზონზე მესამე ადგილზეა. შემოსავალმა 666 მილიონი დოლარი შეადგინა. ფინანსური მონაცემებით, მეორეა რეალი, მესამე კი ბარსელონა.