სერხიო რამოსი: VAR-ის დიდი გულშემატკივარი ვარ

სერხიო რამოსი: VAR-ის დიდი გულშემატკივარი ვარ

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "აიაქსთან" (2:1) მოგებული მატჩის შემდეგ მადრიდის "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა ჟურნალისტებთან შეხვედრა შეაფასა.

33 წლის მცველმა მეტოქე გუნდი და მისი გულშემატკივრები შეაქო და VAR-ის სისტემაზეც ისაუბრა.

"VAR-ის დიდი გულშემატკივარი ვარ. ეს ტექნოლოგია ფეხბურთს უფრო სამართლიანს ხდის. ყოფილა შემთხვევებიც, როცა ის ჩვენ წინააღმდეგ გამოყენებულა. სტადიონზე კი საოცარი ატმოსფერო იყო, შესანიშნავი გულშემატკივრებითა და გუნდით. ვიცოდით, რომ ამ დონეზე ითამაშებდნენ. გაგვიჭირდა. საუკეთესო თამაში არ ჩაგვიტარებია, თუმცა ორი გოლი გავიტანეთ და დიდი ნაბიჯი გადავდგით", - განაცხადა სერხიო რამოსმა.