მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველმა არიენ რობენმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს. ამის მიზეზი ტრავმაა, რომლისგანაც თავის დაღწევას ვეტერანი ჰოლანდიელი ვერ ახერხებს.
მისი განცხადებით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ არ იციან რა არის დაზიანების მიზეზი:
„ეს ძალიან, ძალიან სამწუხაროა, ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოდის. პრობლემა ისაა, რომ არ ვიცით, რა არის. ეს ძალიან რთულია, გუნდს ორჯერ თითქმის დავუბრუნდი, მაგრამ ორჯერვე რეციდივი იყო“, - თქვა რობენმა.
შეგახსენებთ, რომ არიენ რობენს „ბაიერნთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწეურება და გუნდს დატოვებს. აქამდე, ჰოლანდიელ შემტევს იაპონიასთან, კერძოდ საფეხბურთო კლუბ „ტოკიოსთან“ აკავშირებდნენ.