ერნესტო ვალვერდე „ბარსელონაში“ რჩება

ერნესტო ვალვერდე „ბარსელონაში“ რჩება

საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ მწვრთნელად კვლავ ერნესტო ვალვერდე იმუშავებს. კატალონიურ გრანდთან გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში მწვრთნელის პოზიციაზე 2020-2021 წლებს სეზონის ჩათვლით დარჩება. ინფორმაციას საფეხბურთო კლუბის ვებგვერდზე ვკითხულობთ.

მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვალვერდე გუნდიდან წასვლას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გეგმავდა.

გასულ თვეს, „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჯუზეპ მარია ბარტომეუმ სურვილი გამოთქვა, რომ ერნესტო ვალვერდე გუნდში დარჩენილიყო.